ზვიად ცეცხლაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი
ზვიად ცეცხლაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ შვიდი დემონსტრანტის პროცესზე დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროტესტი გამოიწვია სპეცრაზმელის განცხადებამ, რომ არ უნახავს და არ სმენია სამართალდამცველების მხრიდან დაზარალებულ აქციის მონაწილეებზე და მხოლოდ პოლიციელები ნახა დაშავებულები. ლაშა გელაშვილმა თქვა, რომ ფეხის დაზიანება 30 ნოემბერს აქციაზე მიიღო, თუმცა, ქვა ვინ ესროლა, ვერ დაინახა.