ზურაბ საკანდელიძის 80 წლის იუბილე 

დღეს, 9 აგვისტოს ქართული კალათბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, ზურაბ საკანდელიძე 80 წლის გახდებოდა. ლეგენდარული სპორტსმენი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო.

ზურაბ საკანდელიძე 2004 წელს გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში ორი ოლიმპიური ჩემპიონის – ქორქია-საკანდელიძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად იმართება. აღსანიშნავია, რომ საკანდელიძე პირველი ქართველია, რომელიც 2023 წელს ფიბა-მ კალათბურთის ისტორიის დიდების დარბაზში შეიყვანა.