ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებები და ელჩები ეხმაურებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს“, – ნათქვამი განცხადებაში, რომელიც ჩეხეთის საგარეო უწყებამ პლატფორმა „იქსზე“ გაავრცელა.