ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება – შეფასებები

18:11, 24.05.2025

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მას სოლიდარობას უცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არის გზა, რომელიც არსად მიდის,“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

მორიგი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში – ასე ეხმაურება საქართველოში ესტონეთის ელჩი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას. ელჩის განცხადებით, რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს დანიის ელჩიც და აცხადებს, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ მიზანმიმართულ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას.

მსგავსი