ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება - შეფასება
ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავება პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებების თემაა, ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ჯაფარიძემ იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა კანონის დარღვევას, თუმცა, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართული ქმედება იყო და საქართველოში კანონის დარღვევას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო, გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა, 22 მაისს გირაო პატიმრობით შეეცვალა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომათა დარბაზში დააკავეს.