„ამნესთი ინთერნეიშენალი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და დაშინება. „იმ ფონზე, როდესაც საქართველო ანტისამთავრობო პროტესტებმა მოიცვა, სულ უფრო გავრცელებული ხდება პოლიციის მხრიდან ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო ჩხრეკის დროს გახდის ბრალდებები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და დაშინება“, – ვკითხულობთ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაში.