ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა – საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მის გამოუცხადებლობას ეხება. სხდომაზე დაიკითხა ერთი მოწმე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო, ის 22 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.