ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიციური პარტიები ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ჯაფარიძემ იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა კანონის დარღვევას, თუმცა, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართული ქმედება იყო და საქართველოში კანონის დარღვევას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი პასუხი.

შეგახსენეთ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა, გუშინდელ პროცესზე კი გირაო პატიმრობით შეეცვალა და სხდომათა დარბაზში დააკავეს.