ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ზუგდიდელ სამოქალაქო აქტივისტს, შალვა ესართიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აქტივისტი 30 იანვარს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დააკავეს, როდესაც მასზე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული.
სასამართლომ შალვა ესართია კანონდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც აქციებისას სახის ნიღბით დაფარვას გულისხმობს, ასევე 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.