ზელენსკისა და ჯონსონის სატელეფონო საუბარი

ტელეფონით ისაუბრეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რომ უკრაინელებს აღჭურვილობა მიაწოდოს. ამასთან ერთად, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით, მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „ტვიტერში” წერს უკრაინის პრეზიდენტიც. „ვინარჩუნებ მუდმივ კონტაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვესაუბრე ბრძოლის ველზე და ბლოკირებულ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერს ვილოდიმირ ზელენსკი.