ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსი პირველ საგარეო ვიზიტს იწყებს. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე საათში ამერიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება, დაგეგმილია გამოსვლა კონგრესშიც. გამგზავრების წინ ზელენსკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ ბახმუტში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ვაშინგტონში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სამხედრო დახმარება და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იქნება. აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფას აპირებს, რომელიც ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემასაც მოიცავს. ახალი შეიარაღების და თავდაცვის სისტემების გადაცემის გეგმას ომის ესკალაციად აცხადებს კრემლი.