ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში

უკრაინისთვის ამერიკის ფინანსური დახმარების დამტკიცება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემა აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმაც ვერ მოაგვარა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა სენატორებთან შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გამართა. თუმცა, „რესპუბლიკელები“ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას კვლავ ეწინააღმდეგებიან და საკუთარ პირობებს ძალაში ტოვებენ. სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად „რესპუბლიკელები“ უკრაინის გამარჯვების მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბებასაც ითხოვენ. ვაშინგტონში ზელენსკი რამდენიმე გზავნილით იყო ჩასული. მთავარი მოთხოვნა ამერიკისგან სამხედრო დახმარების მიღებაა.