ზელენსკის მიმართვა ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს

„უკრაინა გაერთიანდა მშვიდობისთვის და ამით აერთიანებს მთელ მსოფლიოს“- ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ზომების მიღება დაგვიანებული იყო. მან ყურადღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაამახვილა და წევრებს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ჩამოთვალა ევროკავშირის ის ქვეყნები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას და ვინც ამ დრომდე თავს იკავებს.