ზელენსკის მიმართვა

ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მთავარი მიმართულება სწორედ ბახმუტია.

მისივე განცხადებით, თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწვდიან, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთს მოუწევს აგრესიის შეწყვეტა, როდესაც სარაკეტო დარტყმებს ვეღარ განახორციელებს.