ზელენსკის მიმართვა

რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა. აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებებია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში ყველას ესმის, რის წინააღმდეგაც აწარმოებს რუსეთი ომს და ესაა ომი ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს და ცხოვრებას მშვიდობიანს ხდის. ზელენსკის თქმით, ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.