ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე განხორციელებული იერიშების შედეგად არსებულ საფრთხეზე საუბრობს. მან შარლ მიშელს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ზელენსკის განცხადებით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი რუსეთის ქმედებებზე. ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.