ზელენსკის განცხადება
ვილოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი რეალობაში უნდა დასრულდეს და არა მხოლოდ Truth Social-ზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთობლივი მოქმედებები.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დაარღვია დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რაც შეეხება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია.