ზელენსკის განცხადება

რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ფრონტის ხაზზე ყველაზე რთულ მიმართულებად ბახმუტი და სოლედარი რჩება. თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაქო უკრაინელი სამხედრო ნაწილები, რომლებმაც ხერსონის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს და რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს.