ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა

ვოლოდიმერ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი ამის შესახებ „ტვიტერზე“ წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვიმსჯელეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერების, მაკროფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინა იყოს ევროკავშირში. „ბევრი საკითხია, სადაც ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ და მართლაც დროთა განმავლობაში, უკრაინა ჩვენი ნაწილი ხდება. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.