ზელენსკი ომის დანაშაულების გამოძიებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე ზელენსკი შეხვდა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების პროკურორებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მათ უკვე აღრიცხეს რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე ჩადენილი 70 000-ზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება, რომლის თანამშრომლები რუსეთის დანაშაულებების მტკიცებულებებს შეაგროვებენ.