ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს

დღეს ვოლოდიმირ ​ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს, – ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს დღეს, დახურულ ბრიფინგზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. სენატის პირველი პროცედურული კენჭისყრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ზელენსკი სენატორებს გააცნობს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევის მხარდაჭერის საჭიროებას. შუმერმა, რომელიც წარმოადგენს დემოკრატებს, თქვა, რომ მან ბრიფინგზე დასასწრებად ყველა სენატორი მიიწვია. სენატის სხდომაზე შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიეს იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა დგას რეალურად ამ კენჭისყრის მიღმა.