ზაზა სარალიძისა და ზვიად კუპრავას ინიციატივა

მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ თავს სისტემის მსხვერპლად მიიჩნევენ, ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ კუპრავამ დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად, ზაზა სარალიძესთან ერთად განაცხადა.

მას, ვისაც დახმარების მიღება სურს, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრს“ ორშაბათს 11:00 საათიდან უნდა მიმართოს. მოგვიანებით კი შეგროვებული განაცხადები რეაგირებისთვის მთავრობას წარედგინება.