ზაზა სარალიძე შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს

ზაზა სარალიძე შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს. ფონდი “დათუჩას” პრეზენტაცია დავით სარალიძეს დაბადების დღეს დაამთხვიეს. ფონდის მიზანია, დაეხმაროს ყველა გაჭირვებულს, სოციალურად დაუცველს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონესა და ასევე, გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონე ბავშვებს.

ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული. მისი განცხადებით, ფონდის ფინანსები ყოველი წლის 25 ივლისს გაიხსნება, მაგრამ თუ შემოწირულობები დიდ თანხას შეადგენს, შესაძლოა, უფრო ადრეც გახსნას.

სარალიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფონდს თავად უხელმძღვანელებს, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდს ის გადაიბარებს.