ზაზა ნადირაძის წარმატება

21:22, 25.05.2019

კანოისტი ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. 23 მაისიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 39 წამი.

აღსანიშნავია, რომ შარშან ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო. ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი