ზაზა ფაჩულია: საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის ცვლილებებია საჭირო

ქართულ კალათბურთში მძიმე მდგომარეობაა. ზაზა ფაჩულია პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს ეხმაურება. ფაჩულია ამბობს, რომ ქართულ კალათბურთში არასახარბიელო მდგომარეობაა და საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის ცვლილებებია საჭირო. ამ და სხვა საინტერესო თემებზე საქართველოს ნაკრების  ყოფილ კაპიტანთან ექსკლუზიური ინტერვიუ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა და ალექსანდრე შერვაშიძემ ლოს ანჯელესში, ლეიკერსისა და გოლდენ სტეიტის მატჩის წინ ჩაწერეს.

ზაზა ფაჩულიასთან ვრცელ ინტერვიუს ჩვენი მაყურებელი მოამბის მთავარ, 9 საათიან გამოშვებაში იხილავს. სრული მასალა კი პირველი არხის ვებგვერდზე განთავსდება.