ზაზა ფაჩულია და "გოლდენ სთეითი" NBA-ის ჩემპიონები არიან

ზაზა ფაჩულია და “გოლდენ სთეითი” NBA-ი ჩემპიონები არიან. “გოლდენ სთეითი”  ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა NBA-ი ჩემპიონი. ზაზა ფაჩულიას გუნდმა “კლივლენდ კავალიერს” ფინალური სერია მშრალი ანგარიშით მოუგო. სერიის მეოთხე მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში მიდიოდა, თუმცა, იქაც თითქმის სულ წინ „გოლდენ სტეიტი“ იყო – „კლივლენდი“ მხოლოდ ოთხჯერ დაწინაურდა მინიმალური სხვაობით.

მეორე ტაიმის სტარტზე „უორიორზი“ 11 ქულით გავიდა, მას შემდეგ, სტუმრებს მუდმივად ორნიშნა უპირატესობა ჰქონდათ და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით – 108:85 მოიგეს.

მატჩის ბოლოს, მცირე სათამაშო დრო მიიღო ზაზა ფაჩულიამ – „გოლდენ სტეიტის“ ქართველმა ცენტრმა 2 წუთი და 47 წამი ითამაშა და სეზონის ბოლო მატჩში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ფაჩულია NBA-ის ორგზის ჩემპიონია.