ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 

ზამთრის ოლიმპიადა გრძელდება – ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალურ ასპარეზობაში მაყურებლების წინაშე ნიკა ეგაძე წარდგა. ქართველმა სპორტსმენმა 85,11 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზე იმყოფება.

ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში 13 თებერვალს იასპარეზებს. 11 თებერვალს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.