იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. წელს პარალიმპიადაზე 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს ორი ქართველი პარასპორტსმენიც – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში იასპარეზებს.
ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება და მის პირდაპირ რეპორტაჟებს „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.