ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 

12:30, 21.07.2025

სკოპიეში ევროპის ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. ცერემონიაზე დელეგაციების აღლუმი მოეწყო. ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მსაჯებმა, ასევე აღიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა და დაინთო ოლიმპიური ცეცხლი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი. 21-დან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

მსგავსი