ყვითელჟილეტიანების პროტესტი საფრანგეთში

1000 დაკავებული, 30 დაშავებული და 200 საპატიმროში გადაყვანილი, ტრიუმფალური თაღიდან შანზელიზეს მიმართულებით. ცრემლსადენი აირი და წყალის ჭავლი. პოლიციის პასუხი დემონსტრანტებს. ყვითელჟილეტიანების პროტესტი პარიზსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გრძელდება.

დაკავებების პარალელურად, აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ თავად დემონსტრანტები. ისინი პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. დამწვარია ორი ავტომობილი. უცვლელ მოთხოვნებს: სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას დღეს ემანუელ მაკრონის გადადგომის საკითხიც დაემატა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი ყველა უქმე დღეს გაიმართება.

პარიზში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს გურამ როგავა, რომელიც ბოლო ცნობებს ცენტრალური ქუჩებიდან მოგვაწვდის.