„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს. მათი თქმით, ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევის შემთხვევაში, პარლამენტში მოხვდებიან შემთხვევითი, სამკაციანი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყნის სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და ფიქრობენ, რომ ბარიერი მინიმუმ 4 ან 3%-მდე უნდა დაიწიოს. აქვე, ისინი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხსაც ქვეყნის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ მისი არჩევა ოპოზიციურ ხმებსაც მოითხოვს, თუმცა, მათი თქმით, ოპოზიციის მოსაწონი ასეთი ერთი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია. რის გამოც გენერალური პროკურორი მხოლოდ ერთი წლის ვადით იქნება არჩეული, 76 ხმით და ეს გაგრძელდება ყოველწლიურად.