ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს იარაღის კონდახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. 32 წლის მამაკაცი ხაშურში აიყვანეს. გამოძიება მას ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ნინო ფისაძეა მომხდარის დეტალებით პირდაპირ ეთერში.