ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტი

უსაფრთხოება და ტერიტორების დეოკუპაცია – ამ საკითხებს განიხილავენ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მთავარ სესიაში მონაწილეობს 26 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შალვა პაპუაშვილი. დელეგატებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმა უნდა გახდეს საფუძველი, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის.

ნოდარ ჩაჩუა ხორვატიიდან.