ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა, ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.