ყალბი მონაცემები საბაჟო დეკლარაციაში

12:40, 20.09.2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, საბაჟო პროცედურების გავლისას, დამალა დამატებით 31 763 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის ფაქტი და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი