ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დაკავება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთი პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 50 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა გაასაღა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.