ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში დიდი ოდენობით ყალბი დოლარები გაასაღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.