ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში  ერთ-ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად   გაასაღა.

საქმეზე მიმდინარეობს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.