წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა სახელი შეიცვალა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტის“ ნაცვლად, „აპოლოს“ სახელით ითამაშებს. ევროტურნირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბის რებრენდინგი მოხდა და ახალი ლოგო შეიქმნა. საქართველოს ჩემპიონი სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა, კლუბმა ექვსი უცხოელი დაიმატა, გუნდში თამაშობენ ნაკრების წევრებიც.