წყალბურთის კლუბი „აპოლო“ კონფერენს თასის მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ჩემპიონი გუნდი 18-22 თებერვალს ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მონპელიეში იასპარეზებს. „აპოლო“ C ჯგუფში მასპინძელ „მონპელიეს“, იტალიურ „დე აკერის“, ხორვატულ „პრიმორიე რიეკასა“ და უნგრულ „ჰონვედის“ შეხვდება.
კონფერენს ქაფის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო კლუბი მოიპოვებს. „აპოლომ“ მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა „გალათასარაისთან“ და „ენკასთან“ გამართა.