წყალბურთელთა ნაკრებმა „ევრო 2026“-ის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა

12:28, 16.01.2026

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ. ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო – მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი ჯგუფი, საიდანაც გასული ოთხი საუკეთესო ნახევარფინალურ წყვილებს შექმნის.

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი