წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი პირველ არხზე

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება – ბელგრადი შეჯიბრს დღეიდან, 25 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ქვეჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო ხორვატიას, საბერძნეთსა და სლოვენიასთან ერთად, B ჯგუფში იასპარეზებს.  აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სხვებთან ერთად, ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილიც მოემსახურება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.