Wings for Life მსოფლიო რბენა 2018 გრძელდება

საერთაშორისო მარათონი და დახმარებისთვის გაერთიანებული 7 000 მოქალაქე, – უკვე 3 საათია კახეთში, კავკასიონის ქედის გასწვრივ საქველმოქმედო ღონისძიება გრძელდება. მარათონში, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში თითქმის ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს, მოყვარულებთან ერთად, პროფესიონალი სპორტსმენები და ეტლით მოსარგებლე პირებიც მონაწილეობენ.

წლევანდელი ღონისძიება პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან, 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მარათონს პირველი არხი წელსაც აქტიურად უჭერს მხარს.