Wings for Life World Run 2022 - მსოფლიო მასშტაბური საქველმოქმედო გარბენისთვის ემზადება #ტაიმაუტი

Wings for life world run 2022 – მსოფლიო მასშტაბური საქველმოქმედო მარათონისთვის ემზადება. სპორტული ღონისძიება wings for life world run-ის აპლიკაციით ჩატარდება. რბენა რვა მაისს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია რეგისტრაცია წინასწარ გაიარონ, მორბენლებსა თუ ეტლით მოსარგებლეებს მარათონში მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად ისე ორგანიზაციის სახელით შეუძლიათ. ინდივიდუალური რეგისტრაცია რვა, ხოლო კორპორაციული რეგისტრაცია ექვს მაისს სრულდება. მსურველებს საშუალება ექნებათ მარათონში სასურველი ლოკაციიდან ჩაერთონ. ორგანიზებულ რბენას კი დინამო არენა უმასპინძლებს

ტაიმაუტი