წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმე  

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, უსაფუძვლოა.

ვაკო ორმოცაძე განავრცობს თემას.