წერილი ვენეციის კომისიას

ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინი და ოპოზიციის წერილი ჯანი ბუკიკიოს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი კვლავ კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების მიზეზია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამჯერად პირდაპირ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან  მათთვის მიუღებელ ნაბიჯებზე მიუთითებენ.

წერილში ოპოზიციური პარტიები რეკომენდაციებზე საუბრობენ, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველმა გუნდმა უნდა შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და დაიწყოს დიალოგი მესამე სექტორთან და ოპოზიციასთან.

 

დატოვე კომენტარი