წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. გადაწყვეტილება 2023 წელს შარმ ელ შეიხში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივლისის ბოლოს მასშტაბურ ტურნირს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. დეტალებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, მერაბ ბაზაძესთან ინტერვიუში გაიგებთ.
#ტაიმაუტი