წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტის ანგარიში

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნატოვსკიმ კომიტეტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ 28-ე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, მედიაში ისაუბრა. პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულების განთავსების ცენტრალიზებულ სისტემასთან  დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მიკოლა გნატოვსკიმ განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ძალიან იშვიათად ხდება ცალკეული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის ნახსენები  საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაკავებულთათვის არსებობს განთავსების  სპეციალური ადგილები (დროებითი მოთავსების იზოლატორები). დადებითად აღსანიშნავია, რომ იზოლატორებში დაკავებულთათვის ჰყავთ სპეციალიზებული ოფიცრები, ნეიტრალური პირები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტურად გამოვლენისთვის, ასევე დაკავებულთათვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მარტივად აქვთ წვდომა ექიმებზე და ყველა დაკავებული გადის სამედიცინო შემოწმებას,” – აღნიშნავს მიკოლა გნატოვსკი.