ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა

უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაკავონ რუსი დამპყრობლების შეტევა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, სევეროდონეცკში ავიაიერიშების შედეგად, ქალაქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა უკვე განადგურებულია.

დაზიანებულია სახლების 90 პროცენტი, არ არის კომუნიკაცია და ტერიტორია მუდმივად იბომბება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა წააგო ბრძოლა არა მხოლოდ ხარკოვისთვის, კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინისთვის, არამედ მან უკვე დაკარგა მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი მთელ მსოფლიოსთან.