ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი მიმართვა

15:20, 14.03.2022

ვოლოდიმირ ზელენსკი სასწრაფოდ ითხოვს ცის დაკეტვას. ნატო თუ არ დახურავს ჩვენს ცას, რუსული რაკეტები ჩამოვარდება ნატო-ს ტერიტორიაზეც, ეს მხოლოდ დროის საკითხია. წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ და ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

„შარშან ნატო-ს ლიდერები გავაფრთხილე: რუსეთის წინააღმდეგ თუ არ დაწესდებოდა მკაცრი პრევენციული სანქციები, ის ომზე წავიდოდა. და მე მართალი ვიყავი. კიდევ ერთხელ: თუ თქვენ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, ნატო-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი